ბაქოს “ინტერის” შემტევმა ალექსანდრე იაშვილმა ჯერ არ იცის კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს თუ არა.
“არ ვიცი კლუბთან ახალ კონტრაქტს გავაფორმებ თუ არა. ჯერ კარიერის დასრულება არ გადამიწყვეტია. მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძესთან მოვითათბირებ. ალბათ, ამის შესახებ სეზონის ბოლო თამაშის მერე ვილაპარაკებთ” – იუწყება 36 წლის ქართველი ფეხბურთელის სიტყვებს ინტერნეტპორტალი apasport.az-ი.
იაშვილმა კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობაში მის სავარაუდო მოსვლასთან დაკავშირებითაც გააკეთა:
“ჯერჯერობით ფეხბურთელი ვარ. ამ თემაზე მაშინ ვისაუბრებ თუ კარიერას დავასრულებ. ჯერ არჩევნებზე არ ვფიქრობ”.