ფეხბურთი

22:51 | 2.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ალექს ფერგიუსონი: “ყველაფერი კარგად იქნება”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა სერ ალექს ფერგიუსინი აცხადებს, რომ  “წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მის შემცვლელს, დევიდ მოიესს წარმატების მისაღწევად დრო სჭირდება.

მოიესმა “მანჩესტერი” გასულ ზაფხულში ჩაიბარა. მის მიერ გაწვრთნილი გუნდი პრემიერლიგაში მე-7 ადგილს იკავებს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში, ინგლისელებმა “ოლიმპიაკოსთან” 0:2 წააგეს.

“მანჩესტერს” ყველაფერი რიგზე ექნება. დიდი დრო არაა გასული და გუნდში უკვე ბევრი ცვლილება მოხდა. მოიესს დრო სჭირდება. ამ კლუბში 27 წელი გავატარე და ვიცი, რომ მწვრთნელის ადაპტაცია წამიერად არ ხდება. ყველაფერი კარგად იქნება.” – ციტირებს ფერგიუსონის სიტყვებს Sky Sports-ი.

0.126076