“ლივერპულის” ნახევარმცველი ჯო ალენი, რომელიც ხვალ, მტკივან მხარზე ოპერაციას გაიკეთებს, მიმდინარე სეზონში ფეხბურთის თამაშს ვერ მოახერხებს.
დაახლოებით 10 დღის წინათ ცნობილი გახდა, რომ ალენი ოქტომბერში დაზიანებულ მხარზე ოპერაციას გაიკეთებდა. “ლივერპულის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 23 წლის შუახაზელი საოპერაციო მაგიდაზე ხვალ დაწვება.
ოფიციალური ინფორმაციით, ალენისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია, მაგრამ ის მომდევნო სეზონის სტარტს მზადყოფნაში შეხვდება.