ფეხბურთი

11:28 | 13.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი შემცვლელად ინძაგის ასახელებს

იტალიური “მილანის” დირექტორი ბარბარა ბერლუსკონი “სასუოლოსთან” 3:4 მარცხის შემდეგ გუნდის მთავარი მწვრთნელის - მასიმილიანო ალეგრის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ინიციატივით გამოვიდა და ეს ინიციატივა შესაძლოა, უახლოეს საათებში დაკმაყოფილდეს.

მიმდინარე სეზონის მსვლელობისას 46 წლის სპეციალისტს არაერთი მძაფრი კრიტიკის მოსმენა მოუხდა. მისი ხელმძღვანელობით “მილანი” სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში დაეშვა და უკვე დიდი ხანია მწვრთნელის შესაძლო დათხოვნასთან დაკავშირებით საუბრობენ. მიუხედავად ამისა, კლუბის ხელმძღვანელობამ ალეგრის ვადა სეზონის ბოლომდე მისცა, თუმცა, “სასუოლოსთან” მარცხმა ისინი საკუთარ გადაწყვეტილებაზე დააფიქრა.

იტალიური პრესის ცნობით, “მილანის” გენერალურმა დირექტორმა ადრიანო გალიანიმ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა, თუმცა, კლუბის სხვა წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ მასიმოს ბედი ორშაბათს გაირკვევა. მათივე ვარაუდით, დიდი ალბათობით გუნდის თავკაცის პოსტზე ცვლილება მოხდება.

Sky Sport Italia კიდევ უფრო შორს წავიდა და ასკვნის, რომ ალეგრი გალიანისა და ბარბარა ბერლუსკონთან შეხვედრისას მათ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალგაზრდული გუნდის თავკაცის, ფილიპო ინძაგის ვარიანტს შესთავაზებს. ვარაუდობენ იმასაც, რომ კლუბის ხელმძღვანელობა მის რჩევას გაითვალისწინებს და სეზონის ბოლომდე გუნდს ინძაგი ჩაიბარებს, მერე კი, გალიანი კლარენს ზეედორფის ვარიანტს დაუბრუნდება.

0.118222