ფეხბურთი

18:27 | 27.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი "სამპდორიასთან" გამარჯვებას ითხოვს

 

"მილანის" მთავარი მწვრთნელის მასიმილიანო ალეგრის განცხადებით, მისმა გუნდმა "სამპდორიასთან" აუცილებლად უნდა მოიგოს და შესაბამისად, წარმატებული სვლა დაიწყოს. "როსონერის" ჩემპიონატში გამართულ 5 მატჩში 5 ქულა აქვს.

"ხვალინდელი მატჩისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ. "სამპდორიას" ბრწყინვალე მწვრთნელი ჰყავს დელიო როსის სახით და მატჩს კონცენტრირებული უნდა შევხვდეთ. გენუელებმა "რომასთან" თავი კარგად წარმოაჩინეს, მაგრამ ჩვენ მოგება გვჭირდება" _ განაცხადა პრესკონფერენციაზე ალეგრიმ.

"მილანი" იტალიის ჩემპიონატში მე-12 ადგილზე იმყოფება და ლიდერ "რომას" 10 ქულით ჩამორჩება. "როსონერი" ჩემპიონთა ლიგის ზონისგანაც შორსაა.

"ვფიქრობ, შობამდე ჩემპიონთა ლიგის ზონაში შევაღწევთ და იმ დროისთვის გაცილებით უკეთესი პოზიცია გვექნება, თუმცა ჯერჯერობით ხვალინდელ გამარჯვებაზე ვფიქრობ" - იმედი აქვს იტალიელ სპეციალისტს, რომელმაც მარიო ბალოტელის შესახებაც გააკეთა კომენტარი - "მარიო 6 დღის წინათ დასაჯეს და ვფიქრობ, ამაზე საუბარი უნდა შევწყვიტოთ. მან ბოდიში მოიხადა და იცის, რომ მისი იმედი მაქვს. ახლა მარიომ ბევრი უნდა ივარჯიშოს, რათა სასჯელის მოხდის შემდეგ თამაშებს სათანადო ფორმაში შეხვდეს".

ალეგრიმ აგრეთვე აღნიშნა, რომ შესაძლოა ნაიჯელ დე იონგიმ "სამპდორისთან" ითამაშოს, ხოლო ელ შაარავი გუნდს "აიაქსთან" დაპირისპირებამდე დაუბრუნდეს.

 

გიორგი ბალახაძე  

0.115433