იტალიური “მილანის” მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი ადასტურებს, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს, ის “როსონერის” დატოვებს.
“რა თქმა უნდა, ეს “მილანში” ჩემი ბოლო შობაა. არ ვიცი ვინ შემცვლის. ეს ჩემი პრობლემა არაა.” – ციტირებს ალეგრის სიტყვებს La Gazzetta dello Sport-ი.
მასიმილიანო ალეგრიმ “მილანი” 2010 წელს ჩაიბარა და მან გუნდს პირველივე სეზონში სკუდეტო მოაგებინა. 2011 წელს, ალეგრიმ იტალიის სუპერთასიც მოიგო.
მიმდინარე სეზონში “მილანს” საქმეები კარგად არ მისდის. “როსონერის” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან გასვლა გაუჭირდა, ხოლო სერია A-ში გუნდი მე-13 ადგილს იკავებს.