იტალიური “მილანის” თავკაცი მასიმილიანო ალეგრი, “პარმასთან” მატჩში, მარიო ბალოტელის თამაშით უკმაყოფილო დარჩა. იტალიელმა სპეციალისტმა თავდამსხმელი მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვალა.
“ბალოტელი იმიტომ შემცვალე, რომ კარგად ნამდვილად არ თამაშობდა. რამდენიმე მომენტი ჰქონდა, მაგრამ საერთო ჯამში, წარუმატებელი მატჩი ჩაატარა. ცენტრალური თავდამსხმელი მჭირდებოდა, რომელიც თავის ფუნქციას შეასრულებდა. მარიომ ეს მისია ვერ შეასრულა”, - განაცხადა ალეგრიმ მატჩისშემდგომ პრესკნფერენციაზე.
ცნობისათვის, “მილანი” “პარმასთან” 2:3 დამარცხდა.