ფეხბურთი

21:34 | 29.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: “ბალოტელი იბრაჰიმოვიჩს ჰგავს”

იტალიური “მილანის” მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი გუნდის ამჟამინდელ და ყოფილ ვარსკვლავებს, მარიო ბალოტელისა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს ერთმანეთს ადარებს.

“ფიზიკის მხრივ, ბალოტელი იბრაჰიმოვიჩს ძალიან ჰგავს. თუმცა, მარიოს თავისი შესაძლებლობების გაუმჯობესება შეუძლია, რადგან ის ჩვენთან კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ითამაშებს.

ბალოტელიმ იმ თვისებებზე უნდა იმუშავოს, რომელიც ცენტრფორვარდისთვისაა საჭირო. მას დიდი პოტენციალი აქვს.” – აცხადებს მასიმილიანო ალეგრი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114246