ფეხბურთი

18:19 | 23.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: “ახალ ფეხბურთელს შევიძენთ, თუ ვინმე დაგვტოვებს”

“მილანის” მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი გუნდის სატრანსფერო პოლიტიკაზე, მიზნებსა და ტაქტიკურ მონახაზზე საუბრობს.

“იუვენტუსი” სერია A-ს ფავორიტია. ტურინელები კარლოს ტევესის, ფერნანდო ლიორენტესა და ანჯელო ოგბონას დამატებით სერიოზულად გაძლიერდნენ.

ვიცით, რომ მომდევნო სეზონში უფრო გაგვიჭირდება, ვიდრე გასულში. “იუვენტუსის” გარდა, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის კიდევ 6 გუნდი იბრძოლებს.

გუნდში 25 ფეხბურთელი გვყავს და თუ რომელიმე მათგანი დაგვტოვებს, ადექვატურ შემცვლელს მოვძებნით. 30 ფეხბურთელი არ გვჭირდება. ახალ მოთამაშეებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დავიმატებთ, თუ გუნდს ვინმე დატოვებს.

ჰონდა კარგი ფეხბურთელია, რომელსაც არა მხოლოდ შემტევ ნახევარმცველად, არამედ სხვა პოზიციებზე თამაშიც შეუძლია. თუმცა, ის კვლავ ცსკა-ს ფეხბურთელია და სხვა გუნდის მოთამაშეებზე საუბარი არ მსურს.

“მილანი” 3 შემტევით ითამაშებს. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმას, 1+2 სისტემით ვითამაშებთ, თუ 2+1.” – აცხადებს სერია A-ს გასულ გათამაშებაში მე-3 ადგილზე გასული “მილანის” თავკაცი.

0.120138