კატალონიური “ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების მარცხენა მცველს, ჟორდი ალბას ყელის ოპერაცია გაუკეთეს, - იუწყება Football Espana. ფეხბურთელს თურმე ქრონიკული ტონზილიტი აწუხებდა და ქირურგიული ჩარევაც ამად დასჭირვებია. ალბა, რომელიც ახლახან დამთავრებულ კონფედერაციათა თასზე ესპანელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ვარჯიშებს 10 დღის შემდეგ განაახლებს.