ფეხბურთი

21:27 | 24.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ალბას 7-10 დღე გაუცდება

კატალონიის “ბარსელონას” მარცხენა მცველი ხორდი ალბა ფეხბურთს უახლოესი 7-10 დღის განმავლობაში ვერ ითამაშებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას “პარი სენ ჟერმენთან”, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩში თამაშის შანსი აქვს.

ალბამ ტრავმა ესპანეთსა და ფინეთს შორის გამართულ შეხვედრაში მიიღო. თავდაპირველი პროგნოზით, მას რამდენიმე კვირა გაუცდებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის პსჟ-სთან პირველ მატჩს აუცილებლად და განმეორებითს სავარაუდოდ გამოტოვებდა.

El Mundo Deportivo-ს ცნობით, კატალონიელი მარცხვენა მცველი მომდენო 7-10 დღის განმავლობაში დაისვენებს. ეს იმას ნიშნავს, რომ “ბარსელონას” ერთადერთი თამაში, რომელსაც ალბა აუცილებლად გამოტოვებს, ლა ლიგაში, “სელტას” წინააღმდეგ გასამართი დაპირისპირებაა. ბუნებრივია, 24 წლის ფეხბურთელი ვერც საფრანგეთსა და ესპანეთს შორის გასამართ შეხვედრაში ითამაშებს. თუმცა, არსებობს შანსი, რომ ალბამ სხვა ფრანგულ-ესპანურ დაპირისპირებაში მიიღოს მონაწილეობა. საუბარი “პარი სენ ჟერმენსა” და “ბარსელონას” შორის გასამართ მატჩზე გვაქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116612