გოჩა ხოჯავასა და ოთარ მარცალაძეს, ვლადიკავკაზის “ალანიაში” თამაშის უფლება დართეს. ამის შესახებ, საფეხბურთო კლუბ “ალანიას” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
ქართველმა ფეხბურთელებმა გუნდთან ერთად მოსამზადებელი პერიოდი გაიარეს, მაგრამ “ალანია” მათ განაცხადში შეყვანას ვერ ახერხებდა, რადგან ფინანსური პრობლემები ჰქონდა და კლუბის ზოგიერთი ყოფილი ფეხბურთელის მიმართ ვალი დაუგროვდა. აქედან გამომდინარე, ორივემ რუსეთის პირველი დივიზიონის 7 ტური გამოტოვეს.
12 აგვისტოს, რუსეთის საფეხბურთო კავშირის დავების განხილვის პალატამ ვლადიკავკაზელთა საკითხზე იმსჯელა და “ალანიას” ახალი ფეხბურთელების დარეგისტრირების უფლება მისცა. ხოჯავასა და მარცვალაძის გარდა, ჩრდილოეთ ოსეთის კლუბმა განაცხადში კიდევ 8 მოთამაშე შეიყვანა.
ხოჯავა “ალანიაში” 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, ხოლო მარცვალაძე – 22-ნომრიანით.