ფეხბურთი

19:31 | 2.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ალაბამ 2018 წლამდე გაახანგრძლივა

მიუნხენის “ბაიერნის” ახალგაზრდა მარცხენა მცველმა, დავიდ ალაბამ “რეკორდმაისტერთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა.

21 წლის ავსტრიელ ფეხბურთელს “ბაიერნთან” კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებდა. გერმანული გუნდის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მხარეებმა თანამშრომლობა 2018 წლამდე გაახანგრძლივეს.

დავიდ ალაბა “ბაიერნის” ახალგაზრდულ გუნდში 2008 წელს გადავიდა. პირველ გუნდში ის 2010 წელს დაწინაურდა და მას შემდეგ, ავსტრიელმა, მიუნხენელთა მაისურით ჩატარებულ 115 თამაშში 11 გოლი გაიტანა.

0.115004