33 წლის შემტევი ნახევარმცველი პაბლო აიმარი უახლოეს დღეებში “რივერ პლეიტს” შეუერთდება. არგენტინელ ჟურნალისტებს თავად ფეხბურთელმა აცნობა, რომ კლუბის ხელმძღვანელობას და მთავარ მწვრთნელ რამონ დიასს უკვე მოელაპარაკა.
პაბლო აიმარი “რივერ პლეიტის” აკადემიის აღზრდილია. ძირითად კლუბში კი 1997-2000 წლებში თამაშობდა და 87 შეხვედრაში 22 გოლი გაიტანა.