“მანჩესტერ სიტის” ფორვარდი სერხიო აგუერო ლონდონის “არსენალთან” მატჩში დაშავდა და მოედანს მიღმა იმაზე მეტი დროის გატარება მოუწევს, ვიდრე ექიმები ელოდნენ. Sky Sports-ის ცნობით, არგენტინელი 2 თვეს გამოტოვებს.
“მე ექიმი არ ვარ. წინასწარ რამის თქმა ძნელია. ექიმმა თქვა, რომ აგუეროს გამოჯანმრთელებას, სულ ცოტა, თვე დასჭირდებოდა. ახლა ამბობს, რომ 8 კვირაა საჭირო”, - განაცხადა “ქალაქელთა” თავკაცმა მანუელ პელეგრინიმ.
შეგახსენებთ, რომ “სიტიმ” “არსენალს” 6:3 სძლია.