ფეხბურთი

21:03 | 11.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

აგუერო “ლივერპულთან” სათამაშოდ მზადაა

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი ადასტურებს, რომ მისი გუნდის საუკეთესო ბომბარდირი სერხიო აგუერო “ლივერპულთან” გასამართ მატჩში მონაწილეობას მიიღებს.

გასულ კვირაში, პელეგრინი აცხადებდა, რომ აგუეროს დაბრუნება ადრე იყო, მაგრამ არგენტინელი “ლივერპულთან” ითამაშებდა. როგორც ჩანს, ყველაფერმა გეგმის მიხედვით ჩაიარა და 25 წლის შემტევი მოედანზე გასასვლელად მზადაა.

“აგუეროს ყველაფერი რიგზე აქვს. ის მთელი კვირის განმავლობაში ნორმალურ რეჟიმში ვარჯიშობდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის მოედანზე დასაბრუნებლად მზადაა.

“ლივერპულთან” ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის, მაგრამ არა მგონია, მან ჩემპიონის ბედი გაარკვიოს. ახლა, სეზონის ბოლომდე ყველა მატჩი მნიშვნელოვანია.” – ციტირებს პელეგრინის სიტყვებს BBC.

პრემიერლიგის დასრულებამდე 5 ტურით ადრე, “ლივერპული” გათამაშებას 74 ქულით ლიდერობს. მე-2 ადგილზე მყოფი “სიტი” მერსისაიდელებს 2 ქულით ჩამორჩება. ეს გუნდები ერთმანეთს კვირას, ლივერპულში დაუპირისპირდებიან.

0.12202