ფეხბურთი

14:08 | 24.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

აჯურუ და გურული “მეტალურგთან” მატჩისთვის ემზადებიან

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ეროვნული პირველობის მოახლოვებული მატჩებისათვის ემზადება მესამე ტურის შეხვედრაში რუსთავის სტადიონ "ფოლადზე" მარგველები "მეტალურგს" ესტუმრებიან.

ზემოიმერული კლუბი რუსთაველებთან მატჩისათვის ზესტაფონში, საკუთარ ბაზაზე ემზადება. უნდა ითქვას, რომ გუნდთან ერთად მომავალი მატჩისათვის ემზადებიან მარგველთა ახალწვეულები: ნაემეკა აჯურუ და სანდრო გურული.

რუსთავის ”მეტალურგთან” ორშაბათს, 26 აგვისტოს, გასამართი შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება და მას ეროვნული კატეგორიის ქუთაისელი არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილი მოემსახურება.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური


0.112008