ლონდონის “ტოტენჰემის” ფორვარდმა ემანუელ ადებაიორმა თურქეთის ჩემპიონატში თამაში არ ისურვა. Tuttomercatoweb-ის ცნობით, ტოგოელს “ბეშიქთაში” ეპატიჟებოდა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა.
ადებაიორმა ღიად განაცხადა, რომ კარიერის გაგრძელება ინგლისის პრემიერლიგაში სურს. მიუხედავად ამისა, დიდი ალბათობით, ადებაიორს “ტოტენჰემიდან” აბარგება მაინც მოუწევს.
საქმე ისაა, რომ ლონდონელთა თავკაცი ანდრე ვილაშ-ბოაში ტოგოელს მომდევნო სეზონისთვის სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად არ განიხილავს.