ფეხბურთი

14:25 | 31.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ადანი “რეალიდან” კონკურენციას გაურბის

მადრიდის “რეალის” მეკარე ანტონიო ადანი შეიძლება ლისაბონის “სპორტინგში” გადავიდეს. ესპანური პრესის ცნობით, ფეხბურთელი პორტუგალიური კლუბის ხელმძღვანელობასთან აწარმოებს მოლაპარაკებას.

ადანის შეძენა რამდენიმე ესპანურ კლუბსაც სურს, მაგრამ მათთვის მიუღებელია მეკარისთვის იმ ხელფასის გადახდა, რომელსაც “რეალში” იღებს. საუბარია წლიურ 700 ათას ევროზე.

ანტონიო ადანმა “სამეფო კლუბის” დატოვება უკვე მტკიცედ გადაწყვიტა, რადგან იკერ კასილასთან და დიეგო ლოპესთან კონკურენციის პირობებში სასტარტო შემადგენლობაში დამკვიდრების პერსპექტივას ვერ ხედავს. 


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113068