ფეხბურთი

12:51 | 8.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ადამ მაჰერი: “საქართველოსთან იოლი ტესტ-მატჩის მსგავსი თამაში არ იქნება”

20 წლის ნახევარმცველი ადამ მაჰერი ჰოლანდიის ახალგაზრდულ ნაკრებს თბილისში ჩამოჰყვება. ბოლო დღემდე იყო ვარაუდი, რომ მას ლუის ვან გაალი წაიყვანდა ეროვნულ ნაკრებში, თუმცა ჰოლანდიის ახალგაზრდული ნაკრების თავკაცმა ალბერტ სტუივენბერგმა სთხოვა ვან გაალს, რომ მაჰერი დაეთმო.

მაჰერი 21-წლამდელთა ნაკრების კაპიტანია, პსვ-ის ლიდერად ჩამოყალიბდა და ეროვნულ გუნდში 5 მატჩიც ჩაუტარებია. მას 17-წლამდელთა ნაკრებშიც უთამაშია დღევანდელი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელის წინააღმდეგ – გიორგი ჭანტურიას, ვაკო ყაზაიშვილის, არჩილ ტვილდიანის, დავით სხირტლაძისა და ლაშა პარუნაშვილის წინააღმდეგ.   

მაჰერი: “საქართველოსთან იოლი ტესტ-მატჩის მსგავსი თამაში ნამდვილად არ გვექნება. მათ ჰყავთ ჭანტურია და ყაზაიშვილი, რომლებსაც “ვიტესში” თამაშიდან ვიცნობთ. საქართველომ სლოვაკეთთან წააგო, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. მათ ამ შეხვედრაში მინიმუმ ქულის აღება შეეძლოთ. თბილისში შედეგი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მოვიგოთ”.

შეხსენებისთვის, საქართველო-ჰოლანდია 10 ოქტომბერს “მიხეილ მესხზე” 15:00 საათზე დაიწყება.   

 

0.121448