საქართველო-შვეიცარიის 19-წლამდელთა მატჩში გიორგი აბურჯანია დაშავდა და 71-ე წუთზე შეცვალეს. გარდა ამისა, ნიკა ჭანტურიას ორჯერ დაჭირდა ექიმების დახმარება – ფეხი სტკიოდა.
თუმცა, საბედნიეროდ, საშიში არაფერია, ისინი უკეთ არიან და 27 მაისს კვიპროსთან თამაშს შეძლებენ.
გეცოდინებათ, ვასილ მაისურაძის გაწვრთნილებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის ჯგუფის პირველ ტურში 2:0 სძლიეს შვეიცარიას და პირველ ადგილზე გასვლის კარგი შანსი აქვთ.