ფეხბურთი

13:57 | 20.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

აბრამიძე შესაძლოა აზერბაიჯანში დაბრუნდეს

 

ვალერი აბრამიძემ, რომელმაც განვლილი სეზონის ბოლნისის “სიონში” გაატარა, შესაძლოა კარიერა აზერბაიჯანში გააგრძელოს.

ინტერნეტპორტალ extratime.az-ის ინფორმაციით, 34 წლის მცველი მოლაპარაკებას ერთ-ერთი აზერბაიჯანულ საფეხბურთო კლუბთან აწარმოებს, რომლის სახელიც არ ხმაურდება. რამდენიმე დღის წინ, ქართველი მცველი ბაქოში იმყოფებოდა, სადაც ხსენებული კლუბის მესვეურებს შეხვდა. არაა გამორიცხული, რომ ის ახალ კლუბს ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში შეუერთდეს.

აბრამიძისთვის აზერბაიჯანული პრემიერლიგა უცხო არაა, რადგან ბაქოს “ნეფთჩიში”, “ხაზარ ლენქორანსა” და ბაქოს “ინტერში” უთამაშია.


0.124761