ფეხბურთი

11:53 | 3.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

აბიდალს კონტრაქტს აღარ გაუხანგრძლივებენ

  “ბარსელონას” სამწვრთნელო შტაბმა ტიტო ვილანოვას თავკაცობით, კლუბის ხელმძღვანელობს ურჩია, რომ 33 წლის მარცხენა მცველს ერიკ აბიდალს კონტრაქტი არ გაუხანგრძლივოს. ამის შესახებ, ესპანური გამოცემა sport.es-ი იუწყება.

კატალონელთა მთავარ მწვრთნელს ეეჭვება, ფრანგი ფეხბურთელი ღვიძლის გადანერგვის შემდეგ, სათამაშო კონდიციას სრულად აღიდგენს. აბიდალის კონტრაქტის ვადა მიმდინარე წლის 30 ივნისს იწურება და სავარაუდოდ, მას თანამდებობას კლუბის ადმინისტრაციაში შესთავაზებენ.

ფრანგი მცველი “ბარსელონაში” 2007 წლიდან თამაშობს და გუნდთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი 3-ჯერ მოიგო, 2-ჯერ ქვეყნის თასს დაეუფლა, 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგაში და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში იმარჯვა, 3-ჯერ ესპანეთის სუპერთასი მოიპოვა და 2-ჯერ უეფას სუპერთასი.


 

თეგებიაბიდალი
0.113303