ფეხბურთი

19:08 | 1.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

აბიდალს აშშ-შიც იწვევენ

შესაძლოა, კატალონიის “ბარსელონას” მცველი ერიკ აბიდალი სათამაშოდ აშშ-ის MLS-ში გადაბარგდეს. Goal.com-ის ცნობით, 33 წლის ფრანგს “ნიუ იორკ რედ ბულსი” ეპატიჟება, სადაც მისი დიდი ხნის მეგობარი ტიერი ანრი თამაშობს.

მოგეხსენებათ, აბიდალს კატალონიელებთან კონტრაქტი ეწურება და მის გახანგრძლივებაზე საუბარი არაა. ამგვარად, მარცხენაფლანგელი თავისუფალი აგენტი გახდება და კლუბის შეცვლას მარტივად შეძლებს.

რამდენადაც ცნობილია, “ნიუ იორკ რედ ბულსის” გარდა, აბიდალის ხილვით “მონაკო”, პსჟ და “ლიონი” არიან დაინტერესებულნი. სავარაუდოდ, ფრანგი ამერიკელებთან მოლაპარაკებას უახლოეს პერიოდში დაიწყებს.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117249