“ბარსელონას” ყოფილმა მცველმა ერიკ აბიდალმა ექსთანაგუნდელ დანი ალვეშს მეგობრული ჟესტის გამო მადლობა გადაუხადა. ამ უკანასკნელმა, მას შემდეგ, რაც აბიდალმა კატალონიური კლუბი დატოვა, 2-ნომრიანი მაისური ჩააბარა და ერიკის პატივსაცემად 22 ნომერი მოითხოვა.
“დანი, გმადლობ. შენ საუკეთესო მეგობარი ხარ. წარმატებებს გისურვებ ჩემი მაისურით”, – დაწერა ერიკ აბიდალმა თავის “ტვიტერში”.
შეგახსენებთ, “ბარსელონასთან” კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ აბიდალი “მონაკოში” გადავიდა და 20 ივლისს გუნდის კაპიტნის სამკლავურიც გადასცეს.