ფეხბურთი

14:30 | 8.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

აბიდალი ცალი ფეხით “მონაკოშია”

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილი მცველი ერიკ აბიდალი კარიერას საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში აღზევებულ “მონაკოში” განაგრძობს. Sky Sports-ის ცნობით, 33 წლის ფრანგი კონტრაქტს უახლოეს პერიოდში გააფორმებს.

აღსანიშნავია, რომ აბიდალის ხილვით, “ბაიერნი”, “ნიცა”, “ლიონი” და “მონპელიეც” იყვნენ დაინტერესებული, მაგრამ ფეხბურთელმა არჩევანი “მონაკოზე” გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ მრავალხნიანი მკურნალობის შემდეგ, აბიდალი მოედანს 7 აპრილს დაუბრუნდა. სეზონის ბოლოს, ფრანგს კატალონიელებთან კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.109927