ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, კატალონიის “ბარსელონას” ვეტერანი მცველი ერიკ აბიდალი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეიცვლის. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
“ბარსელონაში” დარჩენა მინდოდა, მაგრამ კლუბს თავისი მიმართულება აქვს და ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. იმედია, “ბარსაში” როდისმე დავბრუნდები, რადგან ეს კლუბი ჩემთვის განსაკუთრებულია”, - განაცხადა 33 წლის აბიდალმა სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე.
შეხსენებისთვის, აბიდალი “ბარსაში” 2007 წელს, ფრანგული “ლიონიდან” გადავიდა.