იტალიური “მილანის” კარის დარაჯმა, კრისტიან აბიატიმ, შესაძლოა, კარიერა მადრიდის “ატლეტიკოში” განაგრძოს.
35 წლის კიპერს “მილანთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს და თუ მხარეებმა ხელშეკრულება არ გაახანგრძლივეს, აბიატი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
თავის მხრივ, შესაძლოა, მეკარე დასჭირდეს “ატლეტიკოს”. მადრიდელთა კარს “ჩელსიდან” არენდის წესით აყვანილი ტიბო კურტუა იცავს და ბელგიელის თამაშის გათვალისწინებით, გამორიცხული არაა, ლონდონელებმა მას თავისთან უხმონ.
აბიატის “ატლეტიკოში” თამაშის გამოცდილება უკვე აქვს. 2007-08 წლებში, ის მადრიდულ გუნდში განათხოვრებული იყო. ესპანური გუნდის მაისურით, იტალიელმა 30 თამაში ჩაატარა.