ფეხბურთი

16:18 | 21.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

აბიატიმ წელიწადით გაახანგრძლივა

 

“მილანის” ვეტერანმა მეკარემ კრისტიან აბიატიმ კლუბთან კონტრაქტი წელიწადით გაახანგრძლივა. ამ ინფორმაციას “როსონერის” “ტვიტერის” ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

36 წლის იტალიელი “სან სიროს” ზაფხულში დატოვებას არ გამორიცხავდა, მაგრამ საბოლოოდ, დარჩენა გადაწყვიტა. აპენინური პრესის ცნობით, “მილანი” აბიატის შემცვლელებს უკვე ძებდა. “როსონერი” მიკაელ აგაცისა და ფედერიკო მარკეტის კანდიდატურებს განიხილავდა.

შეგახსენებთ, რომ აბიატი “მილანში” 1998 წელს ჩაირიცხა და სხვადასხვა დროს, იჯარის წესით, “იუვენტუსის”, “ტორინოსა” და “ატლეტიკოს” ღირსებას იცავდა.

0.119011