ფეხბურთი

17:11 | 20.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

აბიატი “მილანში” რჩება

იტალიური “მილანის” 35 წლის კარის დარაჯი კრისტიან აბიატი კლუბის ხელმძღვანელობას კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეუთანხმდა. ამის შესახებ თავად იტალიელმა განაცხადა Mediaset-ის ეთერში საუბრისას.

“მომდევნო სეზონშიც “მილანში” ვითამაშებ. თავგადასავალი გრძელდება და ეს ძალიან მახარებს. “მილანელო” ჩემი სახლია”, - განაცხადა მეკარემ.

ცნობისათვის, აბიატი 1998 წლიდან “მილანის” საკუთრებაა. 15 წლის განმავლობაში, იტალიელი 3-ჯერ იყო განათხოვრებული – “იუვენტუსში”, “ტორინოსა” და მადრიდის “ატლეტიკოში”.

აწ უკვე დასრულებულ სეზონში, აბიატიმ 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105495