ფეხბურთი

18:36 | 29.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

აბეტეს “სკუადრა აძურაში” პრანდელის შენარჩუნება უნდა

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ჯანკარლო აბეტე შეეცდება, რომ ეროვნული გუნდის ამჟამინდელმა თავკაცმა ჩეზარე პრანდელიმ დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობა მომავალშიც გააგრძელოს.

მოსალოდნელია, რომ ბრაზილიაში გასამართი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შემდეგ პრანდელი ნაკრებიდან წავა და საკლუბო საქმიანობას დაუბრუნდება. ამ ფაქტთან დაკავშირებით აბეტემ Sky Italia-სთან საუბარში შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“ბევრი მწვრთნელი მომწონს, მაგრამ პრანდელი ყველაზე მეტად მომწონს. იმედი მაქვს, რომ ის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგაც დარჩება, რადგან უდიდესი სამუშაო გასწია. რაც შემიძლია ყველაფერს გავაკეთებ. თუმცა, თუ ისე მოხდა, რომ ჩვენი გზები გაიყრება, ჩეზარეს წასვლამდე მოლაპარაკება არცერთ მწვრთნელთან არ მექნება”.

პრანდელის ხელმძღვანელობით იტალიის ნაკრებმა ევრო-2012-ის ფინალში ითამაშა, ხოლო ბრაზილიის მუნდიალისკენ მიმავალ გზაზე პრობლემა არ შექმნია და შესარჩევ ციკლში ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა.

0.126525