ფეხბურთი

13:52 | 22.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

აბელარდო: “ბარსელონა” ლუის ენრიკეს უნდა ჩააბარონ

 

“ბარსელონას” ყოფილმა მცველმა აბელარდო ფერნანდესმა ერთ-ერთ ესპანურ სპორტულ გამოცემასთან ინტერვიუში კატალონიური კლუბის მომავალი მწვრთნელის თაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ბარსას” ხელმძღვანელობა საუკეთესო არჩევანს გააკეთებს, თუკი მთავარ მწვრთნელად ლუის ენრიკეს დანიშნავს.

“ამ თემაზე ლუის ენრიკესთან ჯერ არ მილაპარაკია, მაგრამ აუცილებლად ვურჩევ, რომ თუკი შეთავაზება ექნება, დათანხმდეს. იგი ბარსელონაში ცხოვრობს, “ბარსელონაში” თამაშობდა და თავისი შესაძლებლობები მეორე გუნდის მწვრთნელის რანგშიც დაამტკიცა. იმედია, ამჯერად პირველ გუნდსაც მიანდობენ. დარწმუნებული ვარ, ეს საუკეთესო არჩევანი იქნება”, – განაცხადა აბელარდომ.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117011