სუპერლიგის მონაწილე “რუსთავის” უკანახაზელი მალხაზ (ქაქუცა) აბაიშვილი (25.04.91, 182 სმ) მარჯვენა ფეხის კოჭზე დადებულ თაბაშირს 10 დღის შემდეგ მოიხსნის.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “რუსთავის” პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნათია ჯიოშვილმა განუცხადა. “აბაიშვილს კოჭის იოგოვანი ქსოვილი აქვს დაჭიმული და ამიტომ გადაწყვიტეს ექიმებმა მისთვის თაბაშირის დადება. თუ როდის შეძლებს იგი ვარჯიშის დაწყებას, კოჭზე თაბაშირის მოხსნის შემდეგ გახდება ცნობილი”, - გვითხრა ჯიოშვილმა. შეგახსენებთ, რომ აბაიშვილმა ტრავმა, საქართველოს 23-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის პირველ ტურში, “არმიასთან” მატჩის დროს მიიღო, რომელიც “ძალოვანებმა” დიდი ანგარიშით 76:50 მოიგეს.