სუპერლიგის მონაწილე “სოხუმის” ფორვარდმა გრიგოლ შვანგირაძემ (17.04.91, 196 სმ) ერთ-ერთი ვარჯიშის დროს მარჯვენა ფეხის კოჭი გადაიბრუნა და სავარჯიშო პროცესს დროებით გამოაკლდა.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “სოხუმის” მთავარმა მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ზღვისპირელებმა 24-ე ეროვნული ჩემპიონატი ცუდად დაიწყეს, რომლებიც “მგზავრები-არმიასთან” ერთად აუტსაიდერთა შორის იმყოფებიან.