საფრანგეთის ჩემპიონატის მე-20 ტური დასრულდა. ლიგა 1-ის ერთ-ერთმა ლიდერმა “ლიონმა” საშინაო არენაზე 3:0 დაამარცხა ლიგა 2-ში დაქვეითების კანდიდატი “ტულუზა.”ლაკაზეტიმ დუბლი შეასრულა, 23 წლის ფორვარდის ანგარიშზე 20 ტურის შემდეგ 19 გოლია. გოლის გატანის გარდა საგოლე პასებსაც აკეთებს, ამ კუთხითაც გამოირჩევა და 5 საგოლე პასით ლიგა 1-ში ერთ-ერთი საუკეთესოა.
ფურნიეს გუნდში ასევე გამორჩეულია კიდევ ერთი ახალგაზრდა 21 წლის ნაბილ ფეკირი. მატჩის საბოლოო წერტილი მისმა გოლმა დასვა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პირველი გოლისას ლაკაზეტის ასისტენტობა გაუწია.
“ტულუზას” სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ოთხმა ფრანგმა ითამაშა, დანარჩენნი სხვადასხვა ქვეყნებს წარმოადგენდნენ.
“ნანტისა” და “მეცის” შეხვედრაში გოლი არ გასულა. საინტერესოა, რომ “მეცის” ფეხბურთელებს ლიგა 1-ში რვა თამაშია არ მოუგიათ. სატურნირო ცხრილში კარტიეს ფეხბურთელები 20 ქულით მე-17 ადგილზე იმყოფებიან.
უგოლოდ დასრულდა ტურის ცენტრალური შეხვედრა მონაკოში. ჟარდიმის გუნდმა სანიოლის “ბორდო” მიიღო, კლუბები ფრეზე გაიყარნენ, რამაც ცხრილში მცირედი ცვლილება შეიტანა. მასპინძელთაგან განსხვავებით ერთი საფეხურით წინ წაიწიეს ჟირონდელებმა. სანიოლის გუნდმა “ნანტის” გაუცვალა ადგილი და ქულებით “მონაკოს” გაუთანაბრდა. ასე რომ პრინციპულ შეხვედრაში მეტი ხეირი სტუმრებმა ჰპოვეს.
ლიონი – ტულუზა 3:0 (2:0)
ლიონი, “სტად ჟერლანდი”
ლიონი: ლოპესი, ჟალე, დაბო (მალბრანკი 72), ბისევაჩი, უმტიტი, გონალონსი, გეზალი (გურკუფი 82), ფერი, ფეკირი (ბალული 79), ტოლისო, ლაკაზეტი
მთავარი მწვრთნელი: ფურნიე
ტულუზა: აჰამადა, ვესკოვაჩი, მუბანჟე, ტისერანდი, სპაჟიჩი, სირე, აგილარი, ტრეხო (რეგატინი 72), ბლინი, ბრეითვაითი, ბენ იედერი (ბენალი 75)
მთავარი მწვრთნელი: კასანოვა
გოლები: 1:0, 2:0 ლაკაზეტი (14, 27), 3:0 ფეკირი (48)
მთავარი მსაჯი: ფილიპ კალტი
გაფრთხილება: დაბო (39), ტრეხო (57), ტისერანდი (61), აგილარი (77)
ნანტი – მეცი 0:0
ნანტი, “ლუი ფონტენუ”
ნანტი: რიუ, ვისკარონდო, ალჰადური, სისოკო, გომისი, დუქსი, ბედოია, ვერეტუტი, ნ’კუდუ (ბესატი 69), ბანგურა (გაკპე 69), ბამუ
მთავარი მწვრთნელი: დერ ზაქარიანი
მეცი: კარასო, მილანი, რივიერეზი, პალომინო, ბუსმანი, მალუდა, ნ’დაუ, ლეჟუნე, კრივეტსი, ნ’გბაკოტო (ნ’სორი 74), სარი (ანდრადა 90+4)
მთავარი მწვრთნელი: კარტიე
მთავარი მსაჯი: ვარელა
გაფრთხილება: კარასო (72), ნ’დაუ (88), მილანი (90), ბამუ (90)
მონაკო - ბორდო 0:0 (0:0)
მონაკო, “ლუი მეორე”
მონაკო: სუბასიჩი, ეჩიეჟილე (კურზავა 68), რაჯი, კარვალიო, ფაბინიო, მოუტინიო, ბაკაიოკო, სილვა, ფერეირა, მარტიალი (ჟერმაინი 74 ), ოკამპოსი (ბერბატოვი 59)
მთავარი მწვრთნელი: ჟარდიმი
ბორდო: კარასო, მარიანო, პლანუსი, პალოისი, კონტენტო, პლასილი, სერტიჩი, ფუბერტი, როლანი (სალა 74 ), კაბუნი (იამბერე 58 ), ტურე
მთავარი მწვრთნელი: სანიოლი
მთავარი მსაჯი: სტეფან ლენო
გაფრთხილება: სერტიჩი (66), ბაკაიოკო (89)