ჩოგბურთი

17:59 | 11.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერს ლენდლი და კონორსი უსწრებენ

დღეს ბრისბენში როჯერ ფედერერმა მილოშ რაონიჩი 3 სეტში 6:4, 6:7, 6:4 დაამარცხა და კარიერაში მე-1000 მატჩი მოიგო. 17-გზის დიდი სლემის ჩემპიონი 1000-იანების კლუბს შეუერთდა - 1000 ან მეტი მოგებული მატჩი ATP-ის ისტორიაში. ფედერერის გარდა მსგავსი მიღწევა მხოლოდ ორ ჩოგბურთელს აქვს. ამერიკელი ჯიმი კონორსს (1970-96) 1253 მატჩი აქვს მოგებული, ჩეხ ივან ლენდლს (1978-94) -1071.

გთავაზობთ 11 ჩოგბურთელს, რომლებსაც ყველაზე მეტი თამაში აქვთ მოგებული ATP ტურნირების ისტორიაში.

  1. ჯიმი კონორსი (აშშ) 1253 მოგებული მატჩი
  2. ივან ლენდლი (ჩეხეთი) 1071
  3. როჯერ ფედერერი (შვეიცარია) 1000
  4. გილერმო ვილასი (არგენტინა) 929
  5. ჯონ მაკინროი (აშშ) 875
  6. ანდრე აგასი (აშშ) 870
  7. სტეფან ედბერგი (შვედეთი) 801
  8. ილიე ნასტასე (რუმინეთი) 779
  9. პიტ სამპრასი (აშშ) 762
  10. ბორის ბეკერი (გერმანია) 713
  11. რაფაელ ნადალი (ესპანეთი) 706
0.117071