ფეხბურთი

11:55 | 11.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბონი „სიტიში“ თითქმის გადასულია

რამდენიმე საინფორმაციო საშუალება ერთდროულად ირწმუნება, რომ “მანჩესტერ სიტი” “სუონსის” უკვე შეუთანხმდა კოტ დივუარის ეროვნული ნაკრების ფორვარდ ვილფრიდ ბონის ტრანსფერზე.

ჰოლანდიური Voetball International იუწყება, რომ კლუბებს შორის შეთანხმება უკვე შედგა და ახლა მოლაპარაკება მანჩესტერელებსა და 26 წლის ფეხბურთელს შორის 4-წლიანი კონტრაქტის გაფორმებაზე მიმდინარეობს.

Goal აზუსტებს, რომ ინგლისის პრემიერლიგის უელსური კლუბი “სიტის” წინადადებას დათანხმდა და ბონის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს მიიღებს.

ამავდროულად, “სუონსის” მენეჯერი გარი მონკი ამბობს, რომ კლუბებს შორის მოლაპარაკება ჯერ არ დასრულებულა: “მოლაპარაკებები გრძელდება და ზუსტად ისეთი სიტუაციაა, როგორიც კვირის დასაწყისში იყო” - გადმოგვცემს მის სიტყვებს Manchester Evening News, - “რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება და სანამ მოლაპარაკების პროცესი 100 პროცენტით არ დასრულდება, ახალს ვერაფერს გეტყვით”.

ბონი მეორე წელია, “სუონსიში” თამაშობს და პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 20 მატჩში 9 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114692