კალათბურთი

11:42 | 11.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას  7 და გასოლის 46 ქულა

ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსი” გასვლით მატჩში “ჩიკაგო” ბულზთან 87:95 დამარცხდა.

ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და მოედანზე 24 წუთი დაჰყო. ფაჩულიამ გუნდს 7 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 ბლოკი შესძინა. ქართველმა ცენტრმა 12-დან 3 ორქულიანი ჩააგდო და 2-დან 1 საჯარიმო სროლა გამოიყენა. ზაზამ 3 პერსონალური ჯარიმა მიიღო და ბურთი 2-ჯერ დაკარგა.

აღმოსავლეთ კონფერენციაში “მილუოკი” 20 მოგებით და 19 წაგებით მეექვსე ადგილზეა.

“ჩიკაგოს” რიგებში საუკეთესო ცენტრი პაუ გასოლი გახლდათ. ესპანელმა გუნდს 46 ქულა და 18 მოხსნა შესძინა. გასოლისთვის 46 ქულა თავის ამერიკულ კარიერაში საუკეთესო შედეგია. ესპანელმა პირველ პერიოდში მეტოქეს 20 ქულა ჩაუგდო. “ჩიკაგოს” ისტორიაში ყველაზე ბევრი ქულა ერთ მატჩში მაიკლ ჯორდანს აქვს ჩაგდებული - 69, მეორეზე კი პაუ გასოლია გუშინდელი 46 ქულით.

მატჩის საუკეთესო მომენტები

https://www.youtube.com/watch?v=5_PYYKPby0o

0.11172