ფეხბურთი

11:46 | 11.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი შვედეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. თავდამსხმელმა აღნიშნული ტიტული უკვე მეცხრედ დაიმსახურა და ზედიზედ მერვედ მიიღო.

33 წლის იბრაჰიმოვიჩი 2014 წელს შვედეთის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

გასულ სეზონში ზლატანმა 46 მატჩში 41 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.117869