ლონდონის წლის შემაჯამებელი ტურნირის A ჯგუფის სასტარტო მატჩებში 2 ერთნაირი ანგარიში დაფიქსირდა. სტენ ვავრინკას მსგავსად ნოვაკ ჯოკოვიჩმაც 6:1, 6:1 მოიგო. რეიტინგსიის სერბ ლიდერს ხორვატი მარინ ჩილიჩის დასამარცხებლად სულ რაღაც 56 წუთი დასჭირდა.
ბალკანურ დერბიში ჯოკოვიჩმა 6 ბრეიკი და 4 ეისი შეასრულა და ჩილიჩთან პირადი შეხვედრების ანგარიში 11:0 გახადა.
„2 სეტით მოგება ფსიქოლოგიური ასპექტითაც კარგია და ძალის დაზოგვის კუთხითაც. შევეცდები ლონდონში ყველა მატჩი მოვიგო. ჩილიჩთან დაპირისპირებისთვის მოსამზადებლად საკმარისი დრო მქონდა და ეს პერიოდი ნაყოფიერად გამოვიყენე“, - განაცხადა ნოვაკმა სასტარტო ასპარეზობის მოგების შემდეგ.