ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა და გუნდის პოლონელმა კარის დარაჯმა ვიოცეხ შჩესნიმ, ამ უკანასკნელის სიგარეტის მოწევასთან დაკავშირებული პრობლემა უმტკივნეულოდ მოაგვარეს.
“საუთჰემპტონთან” 0:2 მარცხის შემდეგ, 24 წლის მეკარე სიგარეტით ხელში გამოიჭირეს და ეს საშინლად არ მოეწონა გუნდის მთავარ მწვრთნელს.
“ვიოცეხმა შეცდომა დაუშვა, მაგრამ ის არც პირველია და არც უკანასკნელი. შჩესნი კარგი ადამიანია და მუდამ მზადაა საკუთარ საქციელზე პასუხი აგოს. ვფიქრობ, მას “არსენალის” პოზიტიური იმიჯის შესაქმნელად ბევრი რამ აქვს გაკეთებული. ახლა მან თავისი საქციელისთვის ბოდიში მოიხადა. ის სერიოზული ბიჭია და მსგავსი პრობლემები არაფერში სჭირდება” - ფიქრობს ფრანგი სპეციალისტი.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის ნაკრების მეკარეს ამ საქციელისთვის ჯარიმის სახით 20 ათასი გირვანქა სტერლინგის გადახდაც მოუხდა.