ფეხბურთი

19:24 | 10.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლესტერი” ოკაზაკის უმიზნებს

ინგლისის პრემიერლიგის აუტსაიდერი “ლესტერი”, რომელიც დიდი ამბიციებით არ გამოირჩევა, სატრანსფერო ბაზარზე საკმაოდ აქტიურია და გაძლიერებას გერმანიაში ეძებს.

Sky Sports-ის ინფორმაციით, “ლესტერი” მოლაპარაკებას “მაინცთან” აწარმოებს და გერმანელთა სურვილის საწინააღმდეგოდ, მისგან იაპონიის ეროვნული ნაკრების ფორვარდ სინძი ოკაზაკის შეძენას გეგმავს. “მაინცმა” უკვე უარყო ინგლისელთა ერთი წინადადება, მაგრამ დიდი თანხის შეთავაზების პირობებში, სავარაუდოდ, წამყვან ფეხბურთელს მაინც შეელევა.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 28 წლის ოკაზაკიმ 16 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

“ლესტერმა” უკვე მოასწრო მეკარე მარკ შვარცერისა და ანდრეი კრამარიჩის დამატება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10382