საბერძნეთის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი (29 გოლი) ნიკოს ანასტოპულოსი კრეტას ოფი-ში დაბრუნდა. აღნიშნული ინფორმაცია ბერძნული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ოფი-ს ღირსებას საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები გიორგი ლორია და გიორგი მერებაშვილი იცავენ.
კრეტელთა თავკაცის პოსტი წარსულში ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჯენარო გატუზომ 2014 წლის ბოლოს ოფიციალურად დატოვა.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ანასტოპულოსმა მწვრთნელობა დაიწყო. ნიკოსი ოფი-ს 2010-12 წლებში წვრთნიდა, მისი ბოლო კლუბი კი “პანიონისი” გახლდათ.