2015 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე, ამ ტურნირის ისტორიაში ყველაზე დიდი საპრიზო ფონდი, 40 მილიონი ამერიკული დოლარი იქნება. აღნიშნულ ინფორმაციას Australiaopen-ის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
როგორც ქალების, ასევე კაცების ერთეულთა თანრიგში ტურნირის გამარჯვებული 3.1 მილიონ ამერიკულ დოლარს დაისაკუთრებს.
Australia Open-ის ძირითადი ბადის პირველივე რაუნდში დამარცხებული ჩოგბურთელი 34 500 ამერიკულ დოლარს გამოიმუშავებს.
2007 წლიდან სეზონის პირველი დიდი სლემის ტურნირის მთლიანი საპრიზო ფონდი 2-ჯერ გაიზარდა.
გთავაზობთ ავსტრალიის ღია პირველობის საპრიზო ფონდის მატების დინამიკას 2007-წლიდან.
2007 $20,000,000
2008 $20,600,000
2009 $23,140,000
2010 $24,094,000
2011 $25,005,635
2012 $26,000,000
2013 $30,000,000
2014 $33,000,000
2015 $40,000,000
Australian Open-ის ტურნირი 19 იანვარს იწყება.