დუდა სანაძის “სან დიეგო ტორეროსმა” სტუდენტურ ლიგაში 3 მარცხის ფონზე მე-2 გამარჯვება იზეიმა. სან დიეგოელები “ლოიოლა მერიმონტ ლაიონს” გაეჯიბრნენ და 59:50 მოიგეს.
ქართველი კალათბურთელი სათადარიგო იყო და 11 წუთში 4 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. დუდამ 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ორქულიანი ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
“ტორეროსი” ვესთ ქოუსთის კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 10 იანვარს “პეპერდაინთან” გამართავს.