კალათბურთი

18:09 | 8.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბექაური “სოხუმს” დაუბრუნდა

სუპერლიგის მონაწილე ქვეყნის ვიცე-ჩემპიონის, თასისა და სუპერთასის მფლობელ “ქუთაისი-2010”-ის აწ უკვე ყოფილი წევრი, ცენტრალური თავდამსხმელი ბექა ბექაური ყოფილ გუნდს, სუპერლიგის კიდევ ერთ წევრ “სოხუმს” დაუბრუნდა.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “სოხუმის” მთავარი მწვრთნელის ვაჟა კვარაცხელიას ერთ-ერთმა თანაშემწე თემურ კანკიამ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ბექაურმა 2013-14 წლების სეზონი “სოხუმში” ჩაატარა. ახალი 2014-15 წლების სეზონი კი “ქუთაისი-2010”-ში დაიწყო, რომელშიც ერთი წრე ითამაშა.

0.117353