ფეხბურთი

11:26 | 8.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ფიორენტინა” დიამანტის ყიდულობს

ჩინური “გუანჩჟოუ ევერგრანდის” იტალიელი თავდამსხმელი ალესანდრო დიამანტი შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს და კარიერა ფლორენციის “ფიორენტინაში” გააგრძელოს.

Sky Sport Italia-ს ცნობით, 31 წლის ფორვარდის ტრანსფერთან დაკავშირებით პრინციპული შეთანხმება უკვე მიღწეულია.

პირველ ეტაპზე დიამანტი სერია A-ში განათხოვრების წესით უნდა დაბრუნდეს და სეზონის ბოლომდე ამ სტატუსით ითამაშოს, მერე კი, “ფიორენტინა” მის კონტრაქტს 3 მილიონ ევროდ გამოისყიდის. ალესანდრო “გუანჩჟოუ ევერგრანდში” 2014 წელს “ბოლონიადან” გადავიდა და ჩინეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 24 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

0.127172