ფეხბურთი

18:12 | 26.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

8 მცველიანი “ტორპედო” და უმაყურებლო “მიხეილ მესხი”

 

კახა კაჭარავას გუნდმა უმაყურებლო “მიხეილ მესხზე” 2:0 აჯობა რევაზ ძოძუაშვილის “ტორპედოს”, რომელმაც მხოლოდ ბოლო 20 წუთის განმავლობაში აჩვენა ნორმალური თამაში და არაერთი ხიფათიც შექმნა, თუმცა მეორე გოლი სწორედ ამ მონაკვეთში გაუშვა.

საინტერესო ფაქტი: ძოძუაშვილმა 8 ნომინალური მცველი დააყენა სასტარტოში და მათ 2 ფორვარდი დაამატა. მამასახლისი, ჩიკვილაძე, ელიავა, გელაშვილი – ყველანი მცველები არიან ამპლუით, უბრალოდ, ამ შეხვედრაში ნახევარდაცვაში მოუწიათ თამაში.

პირველ ტაიმში ერთი სახიფათო მომენტიც არ შექმნილა. არაფერს ვაჭარბებთ – მეკარეები საერთოდ უსაქმოდ იყვნენ. ეგაა, “სპარტაკი” შესამჩნევ უპირატესობას ფლობდა და ბურთი მეტწილად ტოპედოელთა ნახევარზე იყო. მეორე ნახევარში კი კაჭარავას გუნდმა ორი ბურთი მიითვალა.

ანგარიში 52-ე წუთზე გაიხსნა, როცა ლაშა კემუხტაშვილმა 16-17 მეტრიდან დაარტყა და ბურთი ძელისგან ასხლეტით შევარდა კარში – 1:0. მეორე ბურთი კი ლაშა პარუნაშვილმა გაიტანა 84-ე წუთზე: საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად დაარტყა, როინ კვასხვაძეს კი ბურთი ხელიდან გაუვარდა – 2:0.

მეორე ტაიმში, პირველთან რა შედარებაა, გუნდებმა აქტიურად ითამაშეს. ტორპედოელებმა კარის ჩარჩოში პირველად 66-ე წუთზე დაარტყეს და ისიც, ნადირაძემ იოლად აიღო გიორგი გოგიჩაიშვილის დარტყმული. ძოძუაშვილის მიერ შეცვლაზე შეყვანილმა ფეხბურთელებმა გააძლიერეს შეტევები. ირაკლი ლექვთაძე, თემურ მარკოზაშვილი, გოგიჩაიშვილი – ფაქტობრივად, მხოლოდ ეს სამი ფეხბურთელი ჩანდა სტუმართა გუნდში.

ლექვთაძეს ჯერ მეკარემ აუღო, შემდეგ კი ირაკლიმ ახლო მანძილიდან ვერ მოახერხა გატანა – ეს ყველაფერი 1:0-ის დროს. ბოლო წუთებში კი, როცა მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო, მამუკა ღონღაძემ ახლოდან ვერ შესძლო კარგად დარტყმა და ნადირაძემ იოლად მოიგერია. 

 

26.03. 15:00. თბილისი. “მიხეილ მესხი.” უმაყურებლოდ

ქვედა ექვსეული. I ტური

ტორპედო (ქუთაისი) – სპარტაკი (ცხინვალი) 0:2 (0:0)

ტორპედო: კვასხვაძე, ჩადუნელი (გოგიჩაიშვილი 46), სავჩენკოვსი, თოდუა, ადამაძე, ჩიკვილაძე, მამასახლისი, ზურაბ გელაშვილი (ლექვთაძე 61), ელიავა, კვერნაძე (მარკოზაშვილი 26), მამუკა ღონღაძე.

მწვრთნელი; რევაზ ძოძუაშვილი.

სპარტაკი: ნადირაძე, ჭაფოძე, კაკუბავა, მგელაძე, კონსტანტინე ხიზანეიშვილი, შონია (ბურძენაძე 80), პარუნაშვილი, თუხარელი, კემუხტაშვილი (ეხვაია 79), თექთურმანიძე, მეტრეველი (ცერცვაძე 89).

მწვრთნელი: კახა კაჭარავა.

გოლები: 0:1 კემუხტაშვილი (52), 0:2 პარუნაშვილი (84).

გაფრთხილება: ელიავა (21).

მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი

 

 

7-12 ადგილებისთვის

დილა (გორი) – მერანი (მარტვილი) 1:2 (0:0)

გოლი: 1:0 კობა შალმბერიძე (53), 1:1 დათა ციცხვაია (67), 1:2 კიჭი მელიავა (72) 

 

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – ზუგდიდი 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 კლიმენტი წიტაიშვილი (31), 0:2 გურამ სამუშია (58), 1:2 გიორგი გეთიაშვილი (84)

გაძევება: დავით კირკიტაძე (83, “ზუგდიდი,” ორი ყვითელი)

 

1         დილა                            23           8            8          7             29:24          32
2 ვიტ ჯორჯია 23 8 5 10 29:31 29
3 ტორპედო 23 8 5 10 24:32 29
4 სპარტაკი 23 7 2 14 21:32 23
5 ზუგდიდი 23 6 5 12 14:31 23
6 მერანი 23 5 3 15 18:41 18


 

მეგოლეები:

14 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)

13 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)

9 – დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”)

8 - ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”)

7 - ვილი ისიანი (“გურია”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”)

6 – თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”), ელგუჯა ლობჯანიძე, გიორგი კორიფაძე, გიორგი გაბედავა (“ვიტ ჯორჯია”)

5 – გრიგოლ დოლიძე (“ზესტაფონი”), ჯაბა ჯიღაური, ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”), ლუკა რაზმაძე (“დილა”), ჯაბა დვალი (“დინამო” / “ყარაბახი” აზერბაიჯანი)

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

0.12648