8 აგვისტოს როჯერ ფედერერის დაბადების დღეა და ეს თარიღი შვეიცარიელისთვის კორტზე მეტად წარმატებულია. 2003 წელს როჯერმა საკუთარ დაბადების დღეზე ბელარუს მაქს მირნის მოუგო, 2007 წელს ხორვატ ივო კარლოვიჩს სძლია, წლეულს კი ტორონტოს “მასტერზ1000”-ის მეოთხედფინალში თანატოლი ესპანელი დავიდ ფერერი 6:3, 4:6, 6:3 დაამარცხა.
მსოფლიო რეიტინგსიის მესამე ნომერმა, 33 წლის ფედერერმა ფერერის ძლევას საათი და 53 წუთი მოანდომა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში როჯერმა 5 ბრეიკი და 7 ეისი შეასრულა. ამ მეტოქეთა პირად შეხვედრებს რაც შეეხება, ფედერერი ტორონტოში მეთხუთმეტედ შეხვდა ფერერს და ყველა მატჩში მოახერხა პირენელის დამარცხება.
ტორონტოს შეჯიბრების ნახევარფინალში ფედერერი მილოშ რაონიჩის დამმარცხებელ ესპანელ ფელისიანო ლოპესს შეხვდება. მეორე ნახევარფინალური წყვილი ჟო-ვილფრიდ ცონგამ და გრიგორ დიმიტროვმა შეადგინეს. ბულგარელმა მეოთხედფინალში სამხრეთ აფრიკელ კევინ ანდერსონს 5:7, 7:5, 7:6 მოუგო.