ფეხბურთი

22:33 | 10.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“აიაქსი” მილიკს გამოისყიდის

ამსტერდამის “აიაქსს” პოლონელი თავდამსხმელის, არკადიუშ მილიკის გამოსყიდვა სურს – იუწყება ცნობილი გამოცემა De Telegraaf–ი

ახალგაზრდა ფორვარდის სატრანსფერო უფლებები “ლევერკუზენს” ეკუთვნის და ჰოლანდიურ გრანდში იჯარით თამაშობს. “აიაქსის” ხელმძღვანელობა მზადაა, რომ პოლონელში 2.5 მილიონი ევრო გაიღოს და 2018-წლამდე გაუფორმოს კონტრაქტი. როგორც ცნობილია, ტრანსფერის წინააღმდეგნი არც გერმანელები არიან.

20 წლის ფორვარდმა, მიმდინარე სეზონში “აიაქსის” მაისურით 12 შეხვედრა ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.

მილიკი პოლონეთის ნაკრებში 2012 წლიდან თამაშობს და 12 მატჩში 4 ბურთი აქვს გატანილი. არკადიუშს 14 ნოემბერს თავის ნაკრებთან ერთად თბილისში ვიხილავთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11604